logo_geo
პაატა იმნაძე: ყველა დარწმუნებულია, რომ ახალ შტამზეც ზუსტად ისევე კარგად მუშაობს ვაქცინა, როგორც ძველზე
- +

6 იანვარი. 2021. 02:00

 

„ნუ ვინერვიულებთ, ყველა დარწმუნებულია, რომ ახალ შტამზეც ზუსტად ისევე კარგად მუშაობს ვაქცინა, როგორც ძველზე“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით,  ინგლისელებს და ბრიტანელებს არ აქვთ შიში, რომ კორონავირუსის ვაქცინა არ იმოქმედებს მუტირებულ ნაირსახეობაზე, შესაბამისად, მოუწოდებს მოსახლეობას, არ ინერვიულონ.

 

„პრაქტიკულად, ლონდონში და სამხრეთ ინგლისში უკვე მთლიანად ჩაანაცვლა ამ ახალმა ნაირსახეობამ ძველი ნაირსახეობა. ინგლისელებს და ბრიტანელებს არ აქვთ ეს შიში, რომ ვაქცინა არ იმოქმედებს. მოგეხსენებათ, ბრიტანეთმა ვაქცინაცია დაიწყო. ასე რომ, ჩვენ ნუ ვინერვიულებთ, სანამ დაიწყება ვაქცინაცია, კარგად გაირკვევა. ყველა დარწმუნებულია, რომ ახალ შტამზეც ზუსტად ისევე კარგად მუშაობს ვაქცინა, როგორც ძველზე“, - განაცხადა იმნაძემ.

big_banner
არქივი