logo_geo
გურჯაანში საშობაო „ალილოს“ მსვლელობა არ გაიმართება
- +

6 იანვარი. 2021. 13:42

 

 

პანდემიის გამო, გურჯაანში ალილოს მსვლელობა არ ჩატარდება. იმ მოქალაქეებს, კი ვისაც სურვილი აქვს, რომ გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარონ, პროდუქტის მიტანა სამების საკათედრო ტაძარში შეუძლიათ, - ამის შესახებ imedinews-ს გურჯაანის სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, მამა ილია ჭოველიძემ განუცხადა.

 

მისი განმარტებით, პანდემიის მიუხედავად, გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში საშობაო მზადება დილიდან დაიწყო. უკვე წაიკითხეს სახარება და იკურთხა პური.

 

სამების საკათედრო ტაძარში აცხადებენ, რომ ტრადიციულად სადღესასწაულო წირვა 7 იანვარს, 09:00 საათზე ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით ჩატარდება.

 

წყარო:

https://imedinews.ge/ge/regioni/180333/gurjaanshi-sashobao-alilos-msvleloba-ar-gaimarteba

 

 

big_banner
არქივი