logo_geo
ქუჩებში ცხოველის მოვლა-პატრონობის წესის შესრულება 24 საათის განმავლობაში გაკონტროლდება
- +

26 ნოემბერი. 2016. 03:00


 

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ახორციელებს კამპანიას "ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქზე და შევქმნათ უსაფრთხო გარემო", რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ადამიანებისა და ცხოველების თანაარსებობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.


კამპანიის ფარგლებში თბილისის ქუჩებში სკვერებსა და პარკებში განთავსდება სპეციალური საინფორმაციო ბანერები, რომელზეც გამოსახულია ნიშნულები თუ როგორ უნდა მოიქცეს ცხოველის პატრონი ამა თუ იმ ვითარებაში. ამ დროისთვის ბანერები უკვე განთავსებულია: ვაკის პარკის, კუს ტბის, აღმაშენებლის გამზირის, გორკის ქუჩაზე მდებარე სკვერის, მეტრო რუსთაველისა და თვისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიებზე. ნიშნულების დადგმა გაგრძელდება დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სპეციალური მობილური ჯგუფები განახორციელებენ პატრულირებას 24 საათის განმავლობაში და ცხოველის მოვლა-პატრონობის წესის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილების ფარგლებში მოახდენენ ადმინისტრაციულ სამართლებრივ რეაგირებას (დაჯარიმება).


მონიტორინგის ეფექტურად განხორცილების, საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვისა და მობილური ჯგუფების ოპერატიულად გადაადგილების მიზნით სააგენტომ შეიძინა სამი სკუტერი, რომლით მიმოსვლაც ვიწრო ქუჩებში, კორპუსების ეზოებსა და პარკებში გახდება გაცილებით მარტივი და მოხერხებული.


ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.


 

big_banner
არქივი