logo_geo
რესპუბლიკის მოედანზე გაიშალა კარავი, სადაც ალილოსთვის შესაწირი შეგროვდება
- +

7 იანვარი. 2021. 12:37

 

 

 

რესპუბლიკის მოედანზე ალილოსთვის მზადება იწყება. გაიშალა კარავი, სადაც შეგროვდება შემოწირულობა, რომელიც ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.

 

საზეიმო მსვლელობა ალილო მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, წელს სახეცვლილად ჩატარდება.

 

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არ მოეწყობა ტრადიციული მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი