logo_geo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ვაშინგტონში განვითარებული მოვლენები, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ რევოლუციურ სცენარს ასამარებს
- +

7 იანვარი. 2021. 15:22

 

სამწუხაროა, როდესაც დემოკრატიის დიდ მექაში ასეთი ამბები ხდება, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს.

 

მისი თქმით მსგავსი ფაქტები მხოლოდ ე.წ. ბანანის რესპუბლიკაში ხდება.

 

„რაც მოხდა ვაშინგტონში ეს საბოლოოდ ასამარებს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ რევოლუციურ სცენარს, რომელსაც ისინი კარგა ხანია მიყვებიან. დასავლელმა პოლიტიკოსებმა, პრესამ დაგმო გუშინ განვითარებული მოვლენები და ამ მოვლენას გადატრიალების მცდელობა უწოდა.

 

ასეთი რაღაცები მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. ბანანის რესპუბლიკაში ხდება. სამწუხაროდ დემოკრატიის ქვეყნებში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი