logo_geo
საქართველოს მთავარი დენდროლოგი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

8 იანვარი. 2021. 15:16

 

 

საქართველოს მთავარი დენდროლოგი, ჯუმბერ ლომიძე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.

 

„77 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მერქნიან მცენარეთა კოლექციების განყოფილების მკვლევარი, მთავარი დენდროლოგი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ჯუმბერ ლომიძე.

 

გამოსვენება: დიდუბის ეკლესიიდან, შაბათს, 9 იანვარს, 14:00 საათზე

 

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჯუმბერ ლომიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს!

 

უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ჯუმბერი განსაკუთრებული სითბოთი ხვდებოდა ბაღში მომუშავე ახალგაზრდა თაობას, მომღიმარი და ენერგიული, თბილი და კარგი ადამიანი, ასე ვიხსენებთ მას დღეს! მადლობა ბატონო ჯუმბერ, თქვენი წვლილისთვის და ერთგულებისთვის!

 

ჯუმბერ ლომიძეს გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, მათ შორის მონოგრაფიები და პრაქტიკული რეკომენდაციები იშვიათი და გადაშენებადი (ძელქვა, უთხოვარი, უხრავი) მერქნიანი სახეობების პლანტაციების გაშენების ტექნოლოგიების საკითხებზე, მიღებული აქვს მონაწილეობა დენდროლოგიის, მეტყევეობისა და მცენარეული მრავალფეროვნების საკითხებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციებსა და შეხვედრებში.

 

ბატონი ჯუმბერ ლომიძის მოღვაწეობის შესახებ ვრცლად ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე გაეცნობით.

 

ბატონი ჯუმბერის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისა და ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოებისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

წყარო:

https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/180653/saqartvelos-mtavari-dendrologi-77-tslis-asakshi-gardaitsvala

 

 

big_banner
არქივი