logo_geo
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა
- +

9 იანვარი. 2021. 00:53

 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 85 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ბავშვთა საავადმყოფოს „წითელ ზონაში“ 4 იანვარს მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი ინფექციონისტის ელეონორა ჯიოევას ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამედიცინო დაწესებულებების „წითელ ზონებში“ 62 პაციენტი გადის მკურნალობას.

ოკუპირებულ ცხინვალში 15 იანვრამდე გააგრძელეს შემზღუდავი ღონისძიებები. შეწყვეტილია სწავლა საჯარო სკოლებში, უმაღლეს სასწავლებელსა და პროფესიულ ტექნიკუმებში.

 

 

big_banner
არქივი