logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ აფხაზეთში - მინდა, იცოდეთ, მე თქვენ გვერდით ვარ
- +

9 იანვარი. 2021. 02:20

 

 

„ძალიან მძიმეა, რომ პანდემიისგან დაზარალებულ მოსახლეობას ახლა ხანძართან გამკლავება უწევს. თანავუგრძნობ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ყველა ჩვენს მოქალაქეს“, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი  ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და ჩვენს მოქალაქეებს ზოლიდარობას უცხადებს.

 

„მათგან განუყოფლად, მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელსაც ასევე ზიანი მიადგა პანდემიისა და ხანძრისგან.

 

მინდა, იცოდეთ, მე თქვენ გვერდით ვარ და ვაფასებ იმ შემართებასა და გამძლეობას, რითაც დღეს ამ ურთულეს ვითარებას უმკლავდებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

big_banner
არქივი