logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა
- +

9 იანვარი. 2021. 11:24

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 2 750 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 529 პაციენტი.

big_banner
არქივი