logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

10 იანვარი. 2021. 11:06

 

 

საქართველოში კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 617 ადამიანი განიკურნა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 155 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 758, PCR-ტესტით – 4 397.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 239 229 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 225 335 გამოჯანმრთელდა, 2 773კი, გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმშია 452 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 894, კლინიკურ სასტუმროში – 746.

 

ამასთან, 9 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 529 პაციენტი.

 

 

big_banner
არქივი