logo_geo
პენიტენციური სამსახური: N14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში PCR-ტესტირების შედეგად კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლინდა
- +

10 იანვარი. 2021. 15:01

 

N14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული PCR-ტესტირების შედეგად COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

 

„გასული წლის ბოლოს პენიტენციურ დაწესებულებებში დაწყებული ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში მიმდინარე წლის 9 იანვარს PCR-ტესტირება ჩაუტარდა N14 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 763 მსჯავრდებულს და COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლინდა. მიუხედავად ამისა, პრევენციის მიზნით, მოცემულ დაწესებულებში 14 დღის შუალედით სისტემატურად ჩატარდება მსჯავრდებულთა PCR-ტესტირება, რათა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდეს, როგორც ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში. სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პენიტენციურ დაწესებულებებში ინტენსიურ PCR-ტესტირებას და ტესტების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას“, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი