logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა
- +

12 იანვარი. 2021. 11:10

 

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 820-ს შეადგენს.

 

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 820 პირი ემსხვერპლა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

 

big_banner
არქივი