logo_geo
N16 და N12 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული 506 ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია
- +

14 იანვარი. 2021. 15:38

 

ინტენციური PCR-ტესტირების ფარგლებში 13 იანვარს ტესტირება ჩატარდა N16 და N12 პენიტენციურ დაწესებულებებში. N16 დაწესებულებაში ტესტირება 234-მა, ხოლო N12 დაწესებულებაში 272 პატიმარმა გაიარა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. როგორც სხვა დაწესებულებებში, მოცემულ დაწესებულებებშიც PCR-ტესტირება განმეორებით ორ კვირაში ჩატარდება და ამას რეგულარული ხასიათი ექნება.

 

სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პატიმრების ინტენსიურ PCR-ტესტირებას და შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას.

 

 

big_banner
არქივი