logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა
- +

15 იანვარი. 2021. 11:18

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 893-ს შეადგენს.

 

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 837 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

 

შეგახსენებთ, გუშინ, 14 იანვარს საქართველოში კორონავირუსი 1 357 პირს დაუდასტურდა, 748 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 21 კი გარდაიცვალა.

big_banner
არქივი