logo_geo
„COVID-19-მა, შესაძლოა, პოტენციის პრობლემები გამოიწვიოს“ - უცხოური მედია
- +

17 იანვარი. 2021. 00:52

 

უცხოურ მედიაში ქვეყნდება სტატიები, სადაც მამაკაცებს აფრთხილებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა, ერექციულმა დისფუნქციამ იჩინოს თავი. გერმანულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიას „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.

 

„აღიარებული ამერიკელი ექიმი და მკვლევარი, დენა გრეიზონი NBC-ის საინფორმაციო არხთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ჩოვიდ-19 ზოგიერთ შემთხვევაში „ერექციულ დისფუნქციას“ იწვევს. „COVID-19-მა შეიძლება მამაკაცებში გამოიწვიოს გრძელვადიანი ერექციული დისფუნქცია.”- ამბობს დენა გრეისონი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

 

პროფესორი, დოქტორი გერნოტ როდე, ფრანკფურტის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს პოსტ-კოვიდული სასწრაფო დახმარების განყოფილებიდან კი განმარტავს:

 

ერექციული დისფუნქციის თემა” არის ის, რაც „პაციენტთა საკმაოდ მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღწერა”. პროფესორი დოქტორი როდე იკვლევს ეგრეთ წოდებულ COVID-ის პოსტკოვიდის ამბულატორიაში იმ ჩივილებს, რომლებზეც ინფიცირებულები საუბრობენ.

 

პაციენტები ერექციულმა დისფუნქციამ შეიძლება კარდიოლოგიურ ჩივილებამდე მიიყვანოს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ვირუსი სისხლძარღვებთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. ეს არის ის, რაც ნამდვილად იწვევს შეშფოთებას. ექიმის აზრით, შესაძლოა არსებობდეს შეზღუდვები პოტენციაში, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდება. მიმდინარეობს იმპოტენციის შემთხვევის კვლევა და ანალიზი კეთდება თითოეული ინფიცირებულის მიერ დასახელებული სიმპტომების შესახებ.” – ნათქვამია სტატიაში.

 

 

https://primetime.ge/covid-19-ma-shesadzloa-potentsiis-problemebi-gamoitsvios-eqimebi-mamakatsebs-afrtkhileben/

 

 

big_banner
არქივი