logo_geo
გიორგი გაბუნია: დედას საშინლად არ უნდოდა, რომ ხალხს ამის შესახებ გაეგო
- +

18 იანვარი. 2021. 20:36

 

 

„პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი გიორგი გაბუნია სეზონის პირველ გადაცემაში, დედაზე - ჯულიეტა ვაშაყმაძის შესახებ ისაუბრა.

 

„მამაჩემს მწვავე ინფარქტი აღმოაჩნდა, ძლივს გადავარჩინეთ და კლინიკაში დავტოვეთ. დედას არ ვეუბნებოდით მამას რა სჭირდა. როდესაც მან დააფიქსირა, რომ მისი ქმარი ერთი კვირის განმავლობაში სახლში არ დაბრუნდა, ისე განიცადა, რომ ჩაწვა ლოგინში და დახმარების გარეშე აღარასდროს ამდგარა.

 

მას საშინლად არ უნდოდა, რომ ხალხს ამის შესახებ გაეგო. ამიტომ ჩვენც ბოლომდე ვუფრთხილდებოდით და არავისთან ვამბობდით, რომ სინამდვილეში ბოლო წლებში დედა ლოგინად ჩავარდნილ მძიმე პაციენტად იქცა და მისი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა.

 

მან პირობა დაგვადებინა ამას არ ვამბობდით მაშინაც კი, როცა სინამდვილეში ის ამას უკვე ვეღარც გაიგებდა. ბოლო პერიოდში აღარც იცოდა ვინ ვიყავით, ვეღარ გვცნობდა უბრალოდ. ვისაც ეს გამოცდილი აქვს იცის, როგორი მძიმე შეგრძნებაა, როცა პირველად აღმოაჩენ, რომ მშობელი ვეღარ გცნობს“ – ამბობს გიორგი გაბუნია.

 

 

big_banner
არქივი