logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 1 550 ხალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

19 იანვარი. 2021. 10:57

 

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 494 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 249 465 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 235 130 გამოჯანმრთელდა, 2 970 კი, გარდაიცვალა.

 

ამასთან, 18 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 643 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

big_banner
არქივი