logo_geo
ამ ეტაპზე საქართველოში 745 მძიმე პაციენტია
- +

20 იანვარი. 2021. 11:20

 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 745 პირი, მათ შორის, თბილისში - 340, აჭარაში-52, იმერეთში-179. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 745 პირი, მათ შორის, თბილისში - 340, აჭარაში - 52, იმერეთში - 179. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 2, იმერეთში - 25. 543 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243 - თბილისში, 218 - აჭარაში, 32 - იმერეთში. 5 880 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 232, აჭარაში - 97, ხოლო იმერეთში - 9.

 

სულ 6 ოქტომბრიდან 19 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 21 466 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 504 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 978 პირი, აჭარაში - 1 626, იმერეთში - 2 459“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

საქართველოში კორონავირუსის 249 934 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 236 922. გარდაიცვალა 2 987 პაციენტი.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/182384/am-etapze-saqartveloshi-745-mdzime-patsientia

 

 

big_banner
არქივი