logo_geo
იაპონელმა მკვლევარებმა დაბერების უჯრედების განადგურების გზას მიაგნეს
- +

20 იანვარი. 2021. 18:40

 

 

იაპონიაში მკვლევართა ჯგუფმა თაგვებში დაბერებასთან დაკავშირებული უჯრედების განადგურების ეფექტური გზა იპოვა. კვლევა დამაიმედებელია მედიკამენტების განვითარებისთვის, რაც ადამიანებში ასაკობრივი დაავადებების თავიდან ასაცილებლად ან სამკურნალოდ იქნება გამოყენებული.

 

„შედეგები იძლევა იმედს, რომ შეიქმნება მედიკამენტები ასაკის მატებასთან დაკავშირებული დაავადებების თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ, რაც უზრუნველყოფს ჯანმრთელ ცხოვრებას“, - განაცხადა ჯგუფის წარმომადგენელმა.

 

დაბერების უჯრედები, შესაძლოა, დაგროვდეს სხეულში და გამოიწვიოს მსუბუქი ანთება, შეამციროს ორგანოებისა და სხეულის სხვა ნაწილების ფუნქციონირება.

 

როგორც ცნობილია, თაგვებში დაბერების უჯრედების განადგურება გენური მანიპულირებით აფერხებს თირკმლის ფუნქციის დარღვევას და არტერიების გამკვრივებას. თუმცა, არსებობს სხვადასხვა ტიპის სენესენტური უჯრედები და როგორც აღმოჩნდა, ძნელია ისეთი მედიკამენტების შემუშავება, რომლებიც ყველა მათგანზე იმუშავებს.

 

ექსპერიმენტის შედეგად დაამატეს ინჰიბიტორი, რომელიც ბლოკავს GLS1 ფუნქციონირებას. შედეგად, მოკვდა მხოლოდ დაბერების უჯრედები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, რათა იგივე მეთოდი კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებში იყოს გამოყენებული. 

 

„არსებობს ალბათობა, რომ დაბერების უჯრედები მონაწილეობს სხვადასხვა დაავადებებში, მათ შორის კიბოში. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით GLS1 ინჰიბიტორის ეფექტებს და ვიმედოვნებთ, რომ დავიწყებთ კლინიკურ კვლევებს დაახლოებით ხუთიდან ათი წლის განმავლობაში“, - განაცხადეს მკვლევარებმა.

 

 

https://report.ge/world/iaponelma-mkvlevarebma-daberebis-ujredebis-ganadgurebis-gzas-miagnes/

 

 

big_banner
არქივი