logo_geo
ნანა ლორთქიფანიძე: გაუკეთდა ბიოფსია და უკვე ბოლო სტადიის სიმსივნე აღმოჩნდა - ამ აზრთან შეგუებაც ვერ მოვასწარით
- +

20 იანვარი. 2021. 19:35

 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც “პრაიმტაიმს” ისტორიკოსის ბიძაშვილმა, მსახიობმა, ნანა ლორთქიფანიძემ უამბო, გარდაცვალების მიზეზი უეცრად აღმოჩენილი დიაგნოზი – სიმსივნე აღმოჩნდა.

 

„ჯანმრთელი იყო, არაფერს უჩიოდა. დაახლოებით სამი კვირის წინ დაბალი სიცხეები დაეწყო. გაიკეთა ტესტი, თუმცა კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მერე გაუკეთდა ბიოფსია და უკვე ბოლო სტადიის სიმსივნე აღმოჩნდა. ამ აზრთან შეგუებაც ვერ მოვასწარით, ისე უცე მოხდა ყველაფერი.

 

არავის არ გვითქვამს, რომ სიმსივნე აღმოაჩნდა, მაგრამ რახან ბიოფსია გაუკეთდა და სითხე ჩაუდგა ფილტვში, მაშინვე მიხვდა, რა დიაგნოზიც დაუდგინდა. კლინიკაში არ წოლილა, სახლში გარდაიცვალა. აი, ასე უცებ ორ დღეში გათავდა კაცი…“ - განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.

 

გიორგი ოთხმეზური აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის ვაჟი გახლდათ… 2004 წელს საბურთალოზე, ოთხმეზურის 18 წლის ვაჟი, დავით ოთხმეზური დანით საზარლად მოკლეს. 2019 წელს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისტორიკოსის შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი შეიწყალა…

 

წყარო:

https://primetime.ge/am-azrtan-sheguebats-ver-movastsarit-ise-utse-mokhda-kvelaferi-ra-diagnozi-dausves-gardatsvalebamde-3-kvirit-adre-giorgi-otkhmezurs/

 

 

big_banner
არქივი