logo_geo
„ექიმების დამსახურებაა ეს დღეები რომ აცოცხლეს..." - გივი ბერიკაშვილი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია
- +

10 აპრილი. 2017. 01:22



ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი გივი ბერიკაშვილი რეანიმაციაში მოთავსებული. 83 წლის მსახიობი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.


მსახიობი კლინიკა „მედი ქლაბში" რამდენიმე დღის წინ მიიყვანეს და მისი მდგომარეობა ბოლო სამი დღის მანძილზე განსაკუთრებით დამძიმდა - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს გივი ბერიკაშვილის მეგობარმა, მსახიობმა კახი კავსაძემ განუცხადა.


კახი კავსაძე: ახლა საავადმყოფოში ვარ, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. ექიმები ამბობენ, ორგანიზმის სიძლიერეზე არის ყველაფერი დამოკიდებულიო. რუსთაველის თეატრში, ერთ სპექტაკლში არის ასეთი ფრაზა: ანთებულ სანთელს მოხუცის სხეულში სიოც ჩააქრობსო. პატარა ხომ აღარ არის გივი, 83 წლის გახდა და როგორც ახალგაზრდა, ისე ადვილად ვერ გადაიტანს ყველაფერს...


- რა სიმპტომებით მოათავსეთ საავადმყოფოში?


- გაცივდა, ფილტვების ანთება დაემართა, შემდეგ ეს ანთება გაურთულდა. დაგვიანებით მოვათავსეთ საავადმყოფოში, ბოლო სამ დღეში განსაკუთრებით დამძიმდა მდგომარეობაა, ახლა ხელოვნურ სუნთქვაზეა. ექიმების დამსახურებაა ეს დღეები რომ აცოცხლეს...


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი