logo_geo
ფრანგი მსახიობი ნატალი დელონი გარდაიცვალა
- +

21 იანვარი. 2021. 19:44

 

 

ფრანგი მსახიობი ნატალი დელონი, ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, დღეს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი შვილი ანტონი ავრცელებს.

 

ნატალი და ალენი ქორწინებაში 4 წლის განმავლობაში – 1964-68 წლებში იმყოფებოდნენ. მათი ვაჟი ანტონიც მსახიობი გახდა.

 

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.

 

ნატალი დელონი ათობით ფილმშია გადაღებული. ალენ დელონთან ერთად კი 1967 წელს გადაღებულ „სამურაი“-ში ითამაშა.

 

 

big_banner
არქივი