logo_geo
„მხოლოდ ჩემმა შვილმა კი არა, ყველა იქ მყოფმა გაიმარჯვა“ – აგვისტოს ომში გარდაცვლილი დავით ელიზბარაშვილის დედა
- +

21 იანვარი. 2021. 21:19

 

 

„ჩემმა შვილმა გაიმარჯვა, სულ ამას ვტიროდი, რომ ის დამარცხებული არ იყო“, – ასე ეხმაურება 2008 წელს რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპული პოლკოვნიკის დედა, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

 

ომში გარდაცვლილი დავით ელიზბარაშვილის დედა, ანა ახალკაცი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ომში ყველა მონაწილის გამარჯვებას უწოდებს.

 

„მხოლოდ ჩემმა შვილმა კი არა, ყველა იქ მყოფმა გაიმარჯვა. აღფრთოვანებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილებით. საქართველოს მიწა-წყლის დამცველი შვილი უმოწყალოდ დამიცხრილეს და თან მართლები არიან? ჩემი შვილი არ დაბრუნდება, მაგრამ ყველამ იცოდეს, რომ რუსეთი ომის წამომწყები, ბოროტების ქვეყანაა და ჩემი შვილისა და მისნაირების სისხლი ტყუილად არ დაიღვარა. დარწმუნებული ვარ, ის დღეც დადგება, როცა ჩვენს მიწა-წყალს დაგვიბრუნებენ”- განაცხადა პოლკოვნიკის დედამ.

 

მეოთხე ბრიგადის პოლკოვნიკი დავით ელიზბარაშვილი 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძოლის ველის განაღმვის დროს დაიღუპა.

 

დღეს, 21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

წყარო : wyaro
big_banner
არქივი