logo_geo
თბილისში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

22 იანვარი. 2021. 11:14

 

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 903 ადამიანს დაუდასტურდა, 636 კი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 14 827 ტესტი ჩატარდა.

 

ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარაში - 52, იმერეთში - 107, ქვემო ქართლში - 44, შიდა ქართლში - 51, გურიაში - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 73, კახეთში - 47, მცხეთა-მთიანეთში - 18, სამცხე-ჯავახეთში -24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 6.

 

ამ ეტაპზე აქტიური შემთხვევათა რაოდენობაა 10 189, საიდანაც: 3 367 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 663, აჭარაში - 251, იმერეთში - 667. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 733 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 55, იმერეთში - 185. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 3, იმერეთში - 26. 479 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 227 - თბილისში, 175 - აჭარაში, 22 - იმერეთში. 6 343 ბინაზე მკურნალობს.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 523 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 204, აჭარაში - 115, ხოლო იმერეთში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 21 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 743.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 20 231 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 602 პირი, აჭარაში - 1 501, იმერეთში - 2 108.

 

big_banner
არქივი