logo_geo
ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა
- +

22 იანვარი. 2021. 15:27

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა.

 

„21 დეკემბრიდან ინციდენტობის მაჩვენებლის სერიოზული ვარდნაა დაბლა - ვითვლით 7 ან 14-დღიან საშუალოდ 100 ათას მოსახლეზე და 11 იანვრიდან უკვე ეს პლატოზეა გადასული.

 

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს ყველა გახსნასთან მიმართებაში, ამიტომ, რაღაცის შემსუბუქება თუ მოხდება - აუცილებელია 2-კვირიანი დაკვირვება, ეპიდსიტუაცია ამას როგორ მიჰყვება და იმის შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი შემსუბუქების და ა.შ.“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის, დღეს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა.

 

https://report.ge/society/kveamqrelidze/

 

 

big_banner
არქივი