logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

23 იანვარი. 2021. 10:49

 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 998 ადამიანს დაუდასტურდა, 1 892 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 252 972 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 240 629, გარდაიცვალა კი 3038 პაციენტი.

 

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 855 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 412 Pჩღ ტესტით.

big_banner
არქივი