logo_geo
ვატიკანი: რომის პაპი ფეხის გამწვავებული ტკივილის გამო, მომდევნო ორი დღის ცერემონიებს ვერ დაესწრება
- +

24 იანვარი. 2021. 10:27

 

 

„რომის პაპს კვლავ გაუმწვავდა რადიკულიტი, რომელიც ფეხის ძლიერ ტკივილს იწვევს. ამის გამო, ის ვერ გაუძღვება სამ რელიგიურ ცერემონიას, რომელიც მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაიმართება“, - ამის შესახებ Reuters ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

რომის პაპს, რომელიც 84 წლისაა, დიდი ხანია, წელ-გავის რადიკულიტი, იგივე იშიასი აწუხებს. ეს დაავადება იწვევს ძლიერ ტკივილს ხერხემლიდან ფეხებამდე. ამის გამო, პაპ ფრანცისკეს სიარული უჭირს და რეგულარულად სჭირდება ფიზიკური თერაპია.

 

24 და 25 იანვარს რომის პაპი წმინდა პეტრესა და რომის ტაძრებში უნდა გაძღოლოდა წირვა-ლოცვას.

 

 

big_banner
არქივი