logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

24 იანვარი. 2021. 11:05

 

 

საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 456 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 248 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4 979, პისიარტესტით – 6 269.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 253 518 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 242 085 გამოჯანმრთელდა, 3 055 კი გარდაიცვალა.

 

ამასთან, 23 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 892 პაციენტი.

 

 

big_banner
არქივი