logo_geo
თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი „Amazon“-ზე მოხვდნენ
- +

25 იანვარი. 2021. 10:58

 

 

საქართველოს ორი უძლიერესი მეფე – თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი „Amazon“-ზე  მოხვდნენ.

 

თინათინ მჭედლიშვილისა და ირაკლი ბერიძის ავტორობით გამოცემული წიგნი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინტერნეტ გვერდზე 21 იანვარს განთავსდა.

 

კრებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მომზადდა და მასში საქართველოს ამ ორი უძლიერესი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდებია გაერთიანებული.

 

გამოცემაში შეტანილია დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ და რუის-ურბნისის საეკლესიო კრების კანონები. ასევე დავით აღმაშენებლისა და მისი შვილთაშვილის – თამარ მეფის მმართველობის – „ოქროს ხანად“ წოდებული ეპოქის საინტერესო ეტაპები. ქართველი მეფეების შესახებ გამოცემული წიგნი „ამაზონზე“ 8 დოლარად იყიდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი