logo_geo
ათი ერთზე: პარიზის ცენტრში 14 წლის უკრაინელ ბიჭს სასტიკად გაუსწორდნენ
- +

25 იანვარი. 2021. 13:46

 

 

პარიზის ცენტრში, ეიფელის კოშკთან, 14 წლის უკრაინელ ბიჭს სასტიკად სცემეს. ქუჩის სათვალთვალო კამერამ გადაიღო, როგორ დაესხა იურის თავს ათი თანატოლი და არ მოეშვნენ, ვიდრე ბიჭს სიცოცხლის ყველა ნიშანი გაუქრა.

 

ინციდენტი 15 იანვარს მოხდა. მიწაზე დაცემულ ბიჭს მოზარდი თანატოლების ბრბო ურტყამდა – ახტებოდნენ ფეხებით თავზე, ურტყამდნენ დანებს და ჯოხებს. ეს მაშინაც კი გრძელდებოდა, როცა ბიჭმა მოძრაობა შეწყვიტა.

 

მოგვიანებით, მიწაზე დაგდებული ბიჭი იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

აღმოჩნდა, რომ მას თავის ქალა ჰქონდა დაზიანებული, კიდურების მრავალგზისი მოტეხილობები, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები და თვალის ტრავმა. ბიჭს ექვსსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ის ხელოვნური კომის მდგომარეობაში გადაეყვანათ.

 

ამ მდგომარეობაში შეხვდა ის თავის დაბადების დღეს, როცა 15 წლის გახდა.

 

იურის დედამ „Le Figaro“-ს უამბო, რომ ბიჭი ნელ-ნელა იწყებს გამოფხიზლებას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი