logo_geo
გოჩა ლორთქიფანიძე: 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 6 654 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 113 პატიმარს გამოუვლინდა
- +

26 იანვარი. 2021. 13:26

 

„სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. თვის ბოლომდე ინტენსიური ტესტირება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დასრულდება. უკვე ჩატარდა 10 პენიტენციურ დაწესებულებაში. სულ გაკეთდა 6 654 ტესტი და ჯამში გვაქვს 113 შემთხვევა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ,  საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„პენიტენციური სამსახური აგრძელებს ინტენსიურ PCR-ტესტირებას. გლდანის მე-8 დაწესებულებაში ჩატარდა 2 422 ტესტი, რომელთაგან დადებითი აღმოჩნდა 38. აქედან 8 პატიმარს გამოუვლინდა სიმპტომები და ისინი გადაყვანილი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. დანარჩენი 30 არის უსიმპტომო პაციენტი და არიან იზოლირებულად საკარანტინო სივრცეში. ასევე მათი კონტაქტებიც. მათ ყოველდღიურად უტარდებათ სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული კონტროლის ღონისძიებები. არიან თერმოსკრინინგის, სატურაციის მონიტორინგის ქვეშ. ასევე 72 საათში ანტიგენზე ტესტირება და შემდეგ კვლავ განმეორებითი PCR-ტესტირება. ქსანის მე-15 დაწესებულებაში 1 735 ტესტი, საიდანაც დადებითი იყო 40. ასევე არის ცალკეული შემთხვევები, რომლებზეც კვლევა გრძელდება. ეს 40 დადასტურებული პირი არის უსიმპტომო. მათი ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო. ისინი იზოლირებულია არიან დაწესებულების დანარჩენი კონტინგენტისაგან და მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/183351/gocha-lortqipanidze-10-penitentsiur-datsesebulebashi-chatarebuli-6-654-testis-shedegad-koronavirusi-113-patimars-gamouvlinda

 

 

big_banner
არქივი