„კახის რეაბილიტაციის პროცესი გეგმის მიხედვით მიდის, მას უკვე გარეთ გასვლა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერიდებით“, - ამის შესახებ Report.ge-ს კახი კავსაძის ძმამ, იმერი კავსაძემ განუცხადა.
„კახის კორონავირუსი გადატანილი აქვს და ახლა მთავარია, რომ აღვიდგინოთ ჯანმრთელობა. მისი რეაბილიტაციის პროცესი ნელ-ნელა წინ მიიწევს და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ის, ამჟამად, სახლში იმყოფება, გარეთ გამოსვლა ძალიან უნდა, მაგრამ, ჯერჯერობით, ვერიდებით", - განუცხადა Report.ge-ს იმერი კავსაძემ.
ცნობისთვის, კახი კავსაძეს კორონავირუსი 28 ნოემბერს დაუდასტურდა. მსახიობი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან 15 დეკემბერს გაწერეს.
https://report.ge/society/ukve-garet-gasvla-unda-kakhi-kavsadzis-dzma/