logo_geo
იმერი კავსაძე: კახიმ კორონავირუსი უკვე გადაიტანა, ახლა მთავარია, ჯანმრთელობა აღიდგინოს
- +

26 იანვარი. 2021. 14:56

 

„კახის რეაბილიტაციის პროცესი გეგმის მიხედვით მიდის, მას უკვე გარეთ გასვლა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერიდებით“, - ამის შესახებ Report.ge-ს კახი კავსაძის ძმამ, იმერი კავსაძემ განუცხადა.

 

„კახის კორონავირუსი გადატანილი აქვს და ახლა მთავარია, რომ აღვიდგინოთ ჯანმრთელობა. მისი რეაბილიტაციის პროცესი ნელ-ნელა წინ მიიწევს და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ის, ამჟამად, სახლში იმყოფება, გარეთ გამოსვლა ძალიან უნდა, მაგრამ,  ჯერჯერობით, ვერიდებით", - განუცხადა Report.ge-ს იმერი კავსაძემ.

 

ცნობისთვის, კახი კავსაძეს კორონავირუსი 28 ნოემბერს დაუდასტურდა. მსახიობი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან 15 დეკემბერს გაწერეს.

 

 

https://report.ge/society/ukve-garet-gasvla-unda-kakhi-kavsadzis-dzma/

 

 

big_banner
არქივი