logo_geo
„ჩვენ გამოვეყავით რუსეთს და გავხდებით ყველაზე პოპულარული ოჯახის, ევროკავშირის წევრი“ – „THE TIMES“ ივანიშვილის სიტყვებს ციტირებს
- +

26 იანვარი. 2021. 15:01

 

 

„2012 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი ახალშექმნილი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ მოვიდა ქვეყნის სათავეში. მისმა გამარჯვებამ წერტილი დაუსვა მიხეილ სააკაშვილის 10-წლიან მმართველობას“,- ამის შესახებ გამოცემა „THE TIMES“ წერს.

 

ავტორი მიხეილ სააკაშვილს ინდივიდუალისტ პოლიტიკოსად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მის პირობებში საქართველომ 2008 წელს რუსეთთან გამანადგურებელი ომის შედეგად დაკარგა თავისი ტერიტორიის 20%. სტატიაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ემთხვევა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტს.

 

„აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს მიწვევას NATO-ში გასაწევრიანებლად, თუკი ქვეყანა შეასრულებს შესაბამის მოთხოვნებს. ეს კი კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას რუსეთთან, რომელიც სასტიკად ეწინააღმდეგება ყოფილი საბჭოთა ქვეყნების შესვლას დასავლურ სამხედრო ალიანსში. საქართველო ასევე ეცდება ევროკავშირში შესვლას 2024 წელს“,- წერს გამოცემა.

 

სტატიის ავტორის თქმით, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა საკმარისად მტკიცეა იმისათვის, რომ გაუძლოს კრემლიდან მომავალ ზეწოლას – „ჩვენ გამოვეყავით რუსეთს და გავხდებით ყველაზე პოპულარული ოჯახის – ევროკავშირის წევრი“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

 

big_banner
არქივი