logo_geo
დეკანოზი თადეოზი: რადგან ვმსახურობ, 1000 ევრო უნდა ჩამიდოთ ჯიბეში...
- +

26 იანვარი. 2021. 18:31

 

დეკანოზი თადეოზ სარალიძე ბავშვებზე ამბობს, რომ მთავარია, ისინი პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები იყვნენ, ხოლო თუ ასე არ არის, ჯობია „პარაზიტი“ „პატარა მოკვდეს“.

 

„ახლა აშინებენ, რომ ისეთი ვირუსი გამოდის, თურმე ბავშვებს უნდა დაეტაკოს. ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ. თქვენ, მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამ გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ და გაცოცხლებთ, ბაბუ. თუ არა და თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, არც სპორტში ივარგე, მაშინ არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?”,– ამბობს დეკანოზი ქადაგებისას.

 

ის მრევლის წინაშე დეზინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ ვაქცინის არგაკეთების შემთხვევაში, პენსიისა და სოციალური დახმარების მოხსნით იმუქრებიან.

 

„ახლა უკვე მუქარები დაიწყეს, არ გაიკეთებ აცრას, პენსიას მოგიხსნი. ჯერ რა პენსიაა? მათხოვრული პენსია, მომიხსნან და თავი ურტყან კედელზე. სოციალურს მოგიხსნი… მე სოციალური უნდა მჭირდებოდეს? მე პენსია უნდა მჭირდებოდეს, კაცო? მე ინტერვიუც მაქვს მიცემული, რახან ჭიათურის მოქალაქე ვარ და აქ ვემსახურები მაღაროელებს და ამ სისტემას, ამ მოწამლულ ქვეყანას, ათასი ევრო თვეში ერთხელ უნდა ჩამიდონ ჯიბეში. არ დამიმალია მე და მუშას რამდენი მისცეთ, მე ეს არ ვიცი-მეთქი“,– ამბობს დეკანოზი თადეოზ სარალიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი