logo_geo
თეთრ სახლს გერმანული ნაგაზები – „მაიორი“ და „ჩემპი“ დაიცავენ
- +

26 იანვარი. 2021. 18:55

 

თეთრ სახლს გერმანული ნაგაზები დაიცავენ – „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მაიორი“ და „ჩემპი“ უკვე ადგილზე იმყოფებიან.

 

ძაღლები დელავერიდან, 46–ე პრეზიდენტის საცხოვრებელი სახლიდან ვაშინგტონში დღეს ჩაიყვანეს. მათ თეთრი სახლის ეზოში პირველი ლედი ჯილ ბაიდენი დახვდათ. ისინი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჯო და ჯილ ბაიდენებთან ერთად იცხოვრებენ.

 

ფოტოები თეთრი სახლიდან ადმინისტრაციამ გაავრცელა.

 

 

big_banner
არქივი