logo_geo
მთავრობა ფიტნეს ცენტრებს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს
- +

26 იანვარი. 2021. 19:16

 

მთავრობა ფიტნეს ცენტრებს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.  მისივე თქმით, აღნიშნული  გადაწყვეტილება უახლოეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება.

 

„ეს ინდუსტრია, თებერვალში არ იხსნება, მაგრამ სამაგიეროდ მათ ავსახავთ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და დავეხმარებით მათ შორის, სესხის პროცენტის სუბსიდირებაში. ეს გადაწყვეტილება მომზადებულია და უახლოესი მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება“,-თქვა თურნავამ.

 

ბიზნესის წარმომადგენლები დღეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეპიდემიოლოგებს შეხვდნენ.

 

 

big_banner
არქივი