logo_geo
29 იანვარს ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
- +

26 იანვარი. 2021. 19:17

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 29 იანვარს ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში 06:30 სთ-დან 09:30 სთ-მდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. მათივე ცნობით,  ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში მოძრაობა განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო შეიზღუდება.

 

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ლოჭინის“ მიერ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე კილომეტრებზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, 2021 წლის 29 იანვარს 06:30 სთ-დან 09:30 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ჯერ ერთ შემდეგ მეორე მხარეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი