გადაუდებელი სამუშაოების გამო 28 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „თელასის“ ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის და ბესიკის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, მესხის, ყიფიანის, ვეძინის და რიწის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფანჯიკიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება