logo_geo
40 წლის შემდეგ პირველად, ბორჯომის სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
- +

26 იანვარი. 2021. 22:32

 

„ბორჯომის სამუსიკო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ამ ეტაპზე, შიდა სივრცეში ინვენტარის განთავსება მიმდინარეობს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

 

პროექტის შედეგად, კეთილმოეწყო ყველა ოთახი, სრულად შეიცვალა საკონცერტო დარბაზის შიდა ინტერიერი, პირველადი იერსახე დაუბრუნდა ფასადს და სრულად განახლდა შიდა საკომუნიკაციო ქსელი.

 

სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ჩატარდა.

 

სამუსიკო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სარემონტო სამუშაოები შენობაში ბოლო 40 წელია, არ ჩატარებულა

 

 

big_banner
არქივი