„ბორჯომის სამუსიკო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ამ ეტაპზე, შიდა სივრცეში ინვენტარის განთავსება მიმდინარეობს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
პროექტის შედეგად, კეთილმოეწყო ყველა ოთახი, სრულად შეიცვალა საკონცერტო დარბაზის შიდა ინტერიერი, პირველადი იერსახე დაუბრუნდა ფასადს და სრულად განახლდა შიდა საკომუნიკაციო ქსელი.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ჩატარდა.
სამუსიკო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სარემონტო სამუშაოები შენობაში ბოლო 40 წელია, არ ჩატარებულა