logo_geo
რვა სახის ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება და ოდენობების გამოთვლის წესები იცვლება
- +

27 იანვარი. 2021. 00:42

 

პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა უკვე დაიწყო. საუბარია მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობების განსაზღვრაზე.

 

საკანონმდებლო ინიციატივა 8 საშუალებას შეეხო, მათ შორის არის - "მეტამფეტამინი," "მეტადონი" და "ჰეროინი." იცვლება მათი ოდენობის გამოთვლის წესებიც. კანონპროექტის ინიციატორი ამბობს, რომ ოდენობათა დაანგარიშების მეთოდიკა დაეყრდნო, როგორც სამეცნიერო ლიტერატურას, ისე ლაბორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას. ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობის საზომად აღებულია ეპიზოდური მომხმარებლის ერთ დოზის ოდენობა.

 

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი ბიუროს უკვე წარედგინა, კანონის ძალას კი პროექტი საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცების შემდეგ შეიძენს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი