logo_geo
ლევან რატიანი: ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებთ მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც
- +

27 იანვარი. 2021. 11:49

 

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ლევან რატიანმა, განაცხადა, რომ ვაქცინა ეფექტიანი საშუალებაა ვირუსთან საბრძოლველად.

 

„სამყაროში საბედნიეროდ შეიქმნა ვაქცინა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დაავადების არიდება.

 

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, სამეცნიერო საზოგადოება, ბიოტექნოლოგიური ცენტრები გვეუბნებიან, რომ ესაა სარწმუნო ვაქცინა.

 

მე აუცილებლად გავიკეთებ, ჩემი ოჯახის წევრებიც აუცილებლად გაიკეთებენ.

 

ნებისმიერმა ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს ავტოაუტანლობა, ანუ ალერგიული რეაქციები“, - განაცხადა ლევან რატიანმა „ღამის კურიერთან“ საუბრისას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი