logo_geo
თათია შარანგია: ჩემი ხუჭუჭთმიანი 3 წლის შვილი წყლის ზედაპირზე ტივტივებდა
- +

28 იანვარი. 2021. 00:53

 

 

ტელეწამყვანი თათია შარანგია თავისსავე საავტორო გადაცემა „სთორიში“ ზაფხულში მომხდარ ინციდენტზე საუბრობს, როდესაც მეუღლესა და შვილებთან ერთად აუზზე იმყოფებოდა, მისი მცირეწლოვანი შვილი აუზში დახრჩობას სასწაულებრივად გადაურჩა.

 

 

„დგებოდა 18 აგვისტო, სანდროს (მეუღლის) დაბადების დღე. უცებ ანდრუშამ, ვინც არის ამ მოვლენების მთავარი გმირი, თქვა, რომ ეს არის ჩემი დაბადების დღე და მე უნდა ჩავაქრო სანთლებიო. არ მივაქციე ყურადღება, რადგან სამი წლის ბავშვი ამბობდა, რომ იყო მისი დაბადების დღე. მან ჩააქრო სანთელი და მას მივულოცეთ დაბადების დღე.

 

 

ჩააქრო სანთელი და თქვა, რომ მამამ მაჩუქა ეს დაბადების დღე. მართლა ვერ მივხვდი რას ნიშნავდა, ბავშვია ეგოისტია და ყველამ ტაში დავუკარით, ადუშა გილოცავ დაბადების დღესო. დღეს თამამად ვამბობს, რომ ეს მისი დაბადების დღეა.

 

 

როცა გათენდა 18 აგვისტო, გადავწყვიტეთ, რომ ოჯახურად აღგვენიშნა, ძალიან ცხელოდა და წავედით აუზზე.

 

 

სამივე ბავშვი წყალში თამაშობდა, მე და სანდრო მათ ვხედავდით. ანდრუშას ეკეთა ძალიან დიდი საცურაო ჟილეტი, რის გამოც მშვიდად ვიყავი. მართლა ვერ ვხვდები ის ერთი წუთი სად ვიყურებოდი. აღმოჩნდა, რომ არც ტელეფონი მეჭირა ხელში, არც ყავას ვსვამდი. ერთი წუთი სადღაც გავიხედე და არანორმალური ხმა მესმის, ჩემივე შვილის, სანის, რომ დე, ანდრუშა და რომ გამოვიხედე ერთადერთი, რაც შემიძლია გავიხსენო, ჩემი ხუჭუჭთმიანი 3 წლის შვილი წყლის ზედაპირზე ტივტივებდა. ეს არის რაც მახსოვს. უსიცოცხლო ამოვიყვანე, ლურჯი იყო, პატარა დახვეწილი ნაკვთები, ცხვირი, პირი სულ ლურჯი ჰქონდა. სიცოცხლის არანაირი ნიშანწყლები არ ჰქონდა. ფეხები, ხელები, ყველაფერი ლურჯი ჰქონდა. ხალხს რომ ვთხოვდი, მიშველეთ, დამეხმარეთ, ამ სილურჯეს რომ ხედავდნენ, ხელებს მაღლა წევდნენ – ვაიმე ღმერთო, ვაიმე ღმერთოო.

 

 

ხალხი რომ მოდიოდა, ყველას იმედი მქონდა, ყველას თვალებში ვკითხულობდი რომ მეტყოდნენ, შენი შვილი ცოცხალიაო. 30 წამი მჯეროდა, რომ მე მოვკალი ჩემი უყურადღებობით ჩემი შვილი და მე ჩემი შვილი მოვკალი მისი მამის დაბადების დღეზე. უძლური ვიყავი, არც სანდრო ჩანდა.

 

 

ერთადერთი რაც მახსოვს, მორბის ბიჭი თეთრი პერანგით, მოვიდა და უბრალოდ დაკიდა და ბავშვს სიცოცხლის ნიშანწყლები გამოუჩნდა. ლუკა მურვანიძეა, რომლის მადლობელიც ვიქნები დარჩენილი ცხოვრება. ჩემს თვალწინ ნელ-ნელა ლურჯ კიდურებს, სახეს, ნელ-ნელა დაუბრუნდა ფერი. წყლები ყლაპა, პირველი რაც თქვა – დიდი ბოდიში, რომ პირსახოცზე ვაღებინეო. მაში მივხვდი, რომ უბრალოდ ძალიან ვყვარებივარ ღმერთს.“ - ამბობს თათია შარანგია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი