logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა
- +

29 იანვარი. 2021. 11:06

 

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  3 148-ს შეადგენს.

 

დღეს კოვიდ-19-ით ინფიცირების 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი.

 

შეგახსენებთ, გუშინ, 28 იანვარს საქართველოში კორონავირუსი 723 პირს დაუდასტურდა, 932 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი