logo_geo
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები პროკურატურას განცხადებით მიმართავენ
- +

10 აპრილი. 2017. 23:12



ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა საქართველოს მთავარ პროკურატურას ოფიციალური განცხადებით მიმართეს. განცხადება „რუსთავი 2"-ის ვებ-გვერდზე გავრცელდა.


„2012 წლის ბოლოს დაიწყო გამოძიება ჩვენს საჩივარში მითითებულ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. დაიკითხა რამდენიმე ათეული მოწმე, სხვადასხვა უწყებიდან გამოთხოვილი იქნა მტკიცებულებები და გამოძიება თითქმის ბოლომე იყო მიყვანილი, როდესაც გამოიცვალა ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე გამომძიებელი და გამოძიება ჩვენთვის უცნობი მიზეზებით ფაქტობრივად შეჩერდა",- აღნიშნულია მიმართვაში.


მიმართვაში აქიმიძე და დვალი ითხოვენ გადაეცეთ დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ.


„გთხოვთ გადმოგვცეთ დადგენილება ჩვენი დაზარალებულად ცნობის შესახებ; ასევე გთხოვთ წერილობით გვაცნობოთ თუ რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება ჩვენს მიმართ ჩადენილი დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი