logo_geo
მაშველებმა აალების საფრთხის მიუხედავად, დაზიანებული ავტომობილიდან ხანდაზმული ამოიყვანეს – რას ყვება თვითმხილველი
- +

7 თებერვალი. 2021. 00:13

 

 

BMW-ს მარკის ავტომანქანა ჟიგულის მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ჟიგულის მძღოლი მანქანაში გაიჭედა. მისი გადმოყვანა საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლების დახმარებით გახდა შესაძლებელი.

 

შემთხვევის ადგილზე დაღვრილი ბენზინის გამო, არსებობდა აალების საფრთხე. შესაბამისად, მაშველებს სპეცტექნიკის გარეშე მოუწიათ კაცის გადმოყვანა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

„რაც არ უნდა გააკეთონ, ამ ადამიანების ფასს ალბათ მაინც ვერ გავიგებთ ბოლომდე. ოპერატიულად მოვიდნენ.. მანქანაში გაჭედილი ასაკიანი მამაკაცი ძლივს ამოიყვანეს.. დაქცეული ბენზინის გამო ამის გაკეთება ცარიელი ხელებით მოუწიათ, რადგან აალების საფრთხე იყო.. გადაიყვანეს თუ არა, გზის გაწმენდა დაიწყო პოლიციამ და უკვე წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.  მადლობა, რომ თქვენს მოვალეობას ასე პროფესიულად ასრულებთ,” – წერს ერთ-ერთი თვითმხილველი.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი