logo_geo
ნახეთ, რომელია “კორონავირუსისგან თავისუფალი ქვეყანა”, რომელიც არცერთ ვაქცინას არ ყიდულობს
- +

7 თებერვალი. 2021. 00:29

 

 

თვეების განმავლობაში, ტანზანიის მთავრობა ირწმუნებოდა, რომ სახელმწიფოში COVID – 19 არ გავრცელებულა, რის გამოც მათთვის ვაქცინაციის საჭიროებაც არ იყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

 

გამოცემის ცნობით, ტანზანიის ერთ-ერთ ოჯახს გაესაუბრა, რომლის ერთ-ერთი წევრი, სავარაუდოდ კორონავირუსს ემსხვერპლა. კაცს, რომლის სახელსაც განზრახ არ ასახლებენ, ერთი კვირის განმავლობაში, მშრალი ხველა და გემოს აღქმის უნარის დაკარგვა აღენიშნებოდა. იგი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში, გარდაიცვალა.

 

 

 

გამოცემის ცნობით, ეს მაგალითი ვირუსით შესაძლო ინფიცირების პირველი შემთხვევა არაა, თუმცა მსგავსი ოჯახები, ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებენ. BBC-ის თქმით, საზოგადოების ამ ნაწილს სახელმწიფოსგან მათი მიმართულებით რეაგირების ეშინია.

 

 

 

მიუხედავად ყველაფრისა, ტანზანიის მთავრობას COVID – 19-თან დაკავშირებული მონაცემები, თვეების განმავლობაში არ გამოუქვეყნებია. მათი თქმით, ქვეყანა კორონავირუსისგან თავისუფალია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი