logo_geo
„ფრესკოს“ გასახდელებში ვიდეოკამერებია დამონტაჟებული
- +

11 აპრილი. 2017. 17:38



„ფრესკოს" ყოფილი თანამშრომლების მტკიცებით, ყველა სუპერმარკეტის ქალთა გასახდელებში ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, ვიდეომასალაზე წვდომა კი, არა მხოლოდ მონიტორინგის ქალ თანამშრომლებს, არამედ მამაკაც თანამშრომლებსაც აქვთ - დაცვის უფროსს, მის მოადგილეს და სხვ.


პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს პერონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში და პროკურატურაში განცხადებები შეაქვს.


7 თებერვალს „ფრესკოს" თანამშრომლების სახელით წერილი გავრცელდა - ისინი შრომითი უფლებების დარღვევაზე და ზეწოლაზე საუბრობდნენ.


ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა იძულებითი შრომის და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტები ვერ გამოავლინა.


კომპანია და კომპანიის დამფუძენებლი ვასილ სოფრომაძე ბრალდებებს უარყოფენ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი