logo_geo
გელა ზედელაშვილი: გვაპატიეთ, ბატონო გივი, ამ ქვეყანაში უამრავი ზნედაცემულია!
- +

11 აპრილი. 2017. 20:43


 

„არ მეგონა, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ ქვეყანაში გარდაცვალებაც სადავო და საქილიკო გახდებოდა! თან ვისი? გივი ბერიკაშვილის, დიდი მსახიობის, რომელმაც ქართულ კინოში შექმნა არაერთი შედევრი!" - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი expressinfo-თან საუბრობს.


„ვხედავ, ბოღმა, სიძულვილი და აზრის სიმრუშე ჩვეულებად ქცეულა საქართველოში. აღარც ღვთის შიში, აღარც სინდისი, აღარც ნამუსი! აღარც კაცობა, აღარც გაგება, აღარც არაფერი, მხოლოდ ზნედაცემულთა პარპაში!

 

რაო, რა გვინდაო, ბიძინა ივანიშვილის ძმაკაცი იყო და ამიტომაც არ უნდა დაიტიროს ერმა საკადრისადო? ადრე უნდა მომკვდარიყო, ვიდრე ივანიშვილს შეეკვრებოდაო? რა სისულელეა? ჯერ ერთი, როდის აქეთ გახდა ბიძინასთან ძმაკაცობა დასაგმობი და მეორეც - რა, ამით რამე მოაკლდა გივი ბერიკაშვილის კაცობას და წარსულს?!

 

არ ვიცი, არაააა... მერე დაიწყებთ, რა გვჭირს და რა გვემართება, რატომ ვცხოვრობთ ასე ცუდადო? აი, ამიტომ!

 

გვაპატიეთ, ბატონო გივი, არ გეწყინოთ, ამ ქვეყანაში უამრავი ზნედაცემული ცხოვრობს... მათ არა მხოლოდ თქვენი სიკვდილი გაუხარდათ, საქართველოს დაცემა-განადგურებაც გაუხარდებათ, მაგრამ ვერ ეღირსებიან! ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილაო, ამაზე ოცნებობენ, მაგრამ ვერც ამას მოესწრებიან!

 

მშვიდობით, თქვენ რომ არსებობდით, ჩვენთვის დიდი პატივია და ამით ვამაყობთ. თქვენ იცხოვრეთ ღირსეულად, კაცურად და იყავით ნაღდი ქართველი. მადლობა ამ ყველაფრისთვის, მადლობა სამაგალითო ადამიანობისთვის!" -განაცხადა ზედელაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი